შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
Lovely Friends<3<3 
Site )
მთავარი [20]
ვარსკვლავები * [30]
პაპარაცი * [26]
ბიოგრაფიები [11]
ფილმები [7]
სასაც.../საინ... [18]
დახმარება [0]
კონკურსი [ [0]
ჩანახატები [1]
პოეზია [10]
statusebi) [8]
statusebi)
fashion [11]
fashion
შესვლის ფორმა
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 22
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2012 » იანვარი » 5 » leqsebii
17:45
leqsebii
 
გალაქტიონ ტაბიძის შემოქმედება... ჩემი ყველაზე საყვარელი ლექსები.....***



უსიყვარულოდ 
მზე არ სუფევს ცის კამარაზე, 
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება 
სასიხარულოდ.... 
უსიყვარულოდ არ არსებობს 
არც სილამაზე, 
არც უკვდავება არ არსებობს 
უსიყვარულოდ. 
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული 
უკანასკნელი, 
როგორც ყვავილი შემოდგომის 
ხშირად პირველს სჯობს, 
იგი არ უხმობს ქარიშხლიან 
უმიზნო ვნებებს, 
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს 
იგი არ უხმობს... 
და შემოდგომის სიცივეში 
ველად გაზრდილი, 
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს 
სულაც არა ჰგავს... 
სიოს მაგივრად ქარიშხალი 
ეალერსება 
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს 
გარემოუცავს. 
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული 
უკანასკნელი, 
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ 
უსიხარულოდ. 
და არ არსებობს ქვეყანაზე 
თვით უკვდავება, 
თვით უკვდავებაც არ არსებობს 
უსიყვარულოდ!არულ

           რაც უფრო შორს ხარ.

რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვტკბები,
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელ უხლებელი როგორც მზის სხივი,
მიუწდომელი როგორც ედემი.
და თუ არახარ ის ვისაც ვფიქრობ
მე დღეს არ ვნანობ დაე ვცდებოდე,
ავადმყოპ გულს სურს რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობიტ
ცრემლით აივსოს ზღვა საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა,
და სიყვარულის დღესასწაული!

       
განახლდა გული

განახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ,
რაც უწინ ვიყავ... ფერი ვიცვალე...
გზა დამიცალე, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, გზა დამიცალე!
წინ ვივლი, სანამ დავმიწდებოდე,
ბედს კი მაინც არ შევურიგდები!
წინ ნუ მიხვდები, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, წინ ნუ მიხვდები!
ნუთუ არ მეყო, რაც დასაბამით
გაუნელებელ ცეცხლში ვეწვალე?
ჩამომეცალე, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, ჩამომეცალე!
ვივიწყებ წარსულს... ჩემს სიყმაწვილეს
გამოთხოვების ცრემლებს ვაპკურებ.
გავანადგურებ ხელისშემშლელ ნისლს,
წყეულ ღამესაც გავანადგურებ...
წამების ცეცხლში განახლდა გული,
ფერი ვიცვალე, ფერი ვიცვალე,
გზა დამიცალე, შავო ბურუსო.
წყეულო ღამევ, გზა დამიცალე!

                             მზის ჩასვლა

მზის ჩასვლა იყო - ვით ანარეკლი ძველი დიდების,
ღრუბელთა შორის დაიმსხვრა ძეგლი პირამიდების.
მე მივდიოდი ნანგრევზე ობლად, ობლად შენს გამო, -
მწუხარედ ჰქროდა ციურთა სოფლად ჩვენი საღამო.
ქარმა ვერცხლისფრად შემოსა ნელი ცის დასავალი,
ღრუბლებმა მაშინ გაშალეს ველი, ვარსკვლავთ სავალი.

  
                  ცხოვრება ჩემი
ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია. 

იგი ელვარებს, საბოლოოდ დაშრება ვიდრე, 

მასში დიდება პოეტისა მე დავიმკვიდრე, 

რომლის გარეშე - უკვდავებაც არაფერია. 

თეთრი დღეების ისევ ისე მიჰყვება დასი, 

არ მომწყინდება სადღეგრძელოდ ავწიო თასი 

თქვენი, რომელთაც გატაცება... მხოლოდ... ჟინია. 

მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია.
ოდუს
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1096 | დაამატა: Tiikk | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

Copyright MyCorp © 2024
Make a free website with uCoz