შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
Lovely Friends<3<3 
Site )
მთავარი [20]
ვარსკვლავები * [30]
პაპარაცი * [26]
ბიოგრაფიები [11]
ფილმები [7]
სასაც.../საინ... [18]
დახმარება [0]
კონკურსი [ [0]
ჩანახატები [1]
პოეზია [10]
statusebi) [8]
statusebi)
fashion [11]
fashion
შესვლის ფორმა
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 22
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2012 » თებერვალი » 8 » leqsebi siyvarulzeee..<3<3
13:44
leqsebi siyvarulzeee..<3<3
ის მიდიოდა ქუჩაში ნელა

ქალი იყო და მერე რა ქალი...

რა მიხვრა-მოხვრა,

რა გაღიმება,

რა თვალები და ანდა რა ტანი?!

ერთმანეთს გავდა ყველა ნაბიჯი

გამვლელებს ღიმი უკრთოდათ ტუჩთან...

ის მიდიოდა ნელა და ნაზად

ფეხთქვეშ ფარდაგად ეფინა ქუჩა...

მოვარდნილ სიოს ეჭირა თმები

სურნელს აცლიდა ფაფუკ ხორციდან...

ის მიდიოდა ქუჩაში მარტო

და ფილაქანი მის ტერფს კოცნიდა...

მზე ჩავარდნოდა ორივე თვალში

და წამწამები საბნად ეფინა...

მე ვუყურებდი ამ სილამაზეს

სურვილს ვყლაპავდი,რომ არ მეყვირა

ევა ხარ ევა ...მაცდური სქესით

ვნებას მოუწყვე განავარდება...

იცი კი მაინც? მაგ სილამაზით

რამდენი მტკარში გადავარდება?

რამდენი ოჯახს დაანგრევს ნაშენს...

შენგან დაჭრილი სხვას ფენს იარებს...

ლამაზი ხარ და შე დალოცვილო

თვალს ნუ მაფეთებ,

ჩუმად იარე...

ის კი დაგროვილს ღიმილით მტრობდა

გრძნობდა მოკვნეტილ ტუჩიდან გემოს

სისხლის,რომელსაც პასუხსაც სცემდა

"რა ვქნა ძვირფასო ქალი ვარ მეო!




>თუ სახეზე შემომხედავ დაინახავ უცებ ღიმილს, ვერ მიხვდები,რომ მე ჩუმად, ამით ვფარავ გულის ტკივილს, გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს, ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება, ჩუმად ჩავიფიქრებ რამეს, მერე ისევ ძველებურად სალოცავში ვიწყებ ლოცვას, ცოდვების დასავიწყებლად ისევ დავცლი ღვინის ბოცას, დავითვრები,ვერ ავდგები, კვლავ დავიწყებ მუხლზე ცოცვას, ნურას მკითხავ,ვერას გეტყვი და დავიწყებ ისევ ბოდვას, ვიღაცა თვალს გამაყოლებს, ვერ გაიგებს ის ჩემს ტკივილს, გულიანად ჩაიცინებს: "მთვრალია და მიტომ ტირის" ვინ რა იცის როგორ ვცხოვრობ, რად ვიღიმი მუდამ ასე, არ იციან ჩემი გული ტკივილით თუ არის სავსე



ვარდისთანა ფაქიზია სული შენი,
ამიტომაც გშვენის ფერი ვარდისა,
სინაზე და სილამაზე უფლის ნებით,
მზის სხივივით დაგყოლია აკვნიდან.

უცებ სიო მომეპარა ჩამჩურჩულა:
- ქალი ყველა ნაზიაო, თქვა.
სანამ არ გსურს ვნება დაეპატრონება,
ვარდისფერი გაუქრებათ ბაგიდან.

ქალი, ქალი, ქალი - მარგალიტის თვალია,
დიდების და უკვდავების წმინდა კელაპტარია,
ღვთისმშობელი მარიამი - სალოცავი ხატია,
ქალი - სამყაროს გვირგვინი, მზე და დედოფალია.

ღმერთო შეგთხოვ გულით ამ გულს გულიანად გაუგო,
ალერსით და მოფერებით ტკივილები გაუქრო.
მაშინ ფერი ვარდის მათაც აღარ დაუბინდდებათ,
რადგან ქალი ლაზია და ნაზი მოვლა სჭირდება.

რადგან ქალი რთველია და ვნებით დაიკრიფება,
რადგან ქალი წყაროა და წვეთად დაიწრიტება,
შემოდგომის ფოთოლთცვენით ფერიც გაუყვითლდება,
მოეფერეთ სანამ ფერი ვარდისფერი იქნება.

ქალი, ქალი, ქალი - მარგალიტის თვალია,
დიდების და უკვდავების წმინდა კელაპტარია,
ღვთისმშობელი მარიამი - სალოცავი ხატია,
ქალი - სამყაროს გვირგვინი, მზე და დედოფალია



მე არასოდეს არ მიძებნიხარ,მაგრამ გიპოვე,

ერთი შეხედვით ჩემი გული,რომ მოიპოვე,

დამპირდი მუდამ იქნებოდა ეს გრძნობა ჩვენი

თითქოს განგებამ გვიწილადა ეს განაჩენი..

თუკი გამართლდა სიყვარულზე ჩემი ფიქრები,

შენი სიყვარულის მონა ვიქნები..

და თუ კი მართლა სიყვარულზე ფიქრი დავიწყე,

არ დაიჯერო,რომ ოდესმე გადამავიწყდე..

აგედევნება ჩემი ლანდი, მუდამ,კვალდაკვალ,

რომ მონატრებას მოვერიო,თუნდაც ხანდახან



კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1098 | დაამატა: Tiikk | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

Copyright MyCorp © 2024
Make a free website with uCoz