შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
Lovely Friends<3<3 
Site )
მთავარი [20]
ვარსკვლავები * [30]
პაპარაცი * [26]
ბიოგრაფიები [11]
ფილმები [7]
სასაც.../საინ... [18]
დახმარება [0]
კონკურსი [ [0]
ჩანახატები [1]
პოეზია [10]
statusebi) [8]
statusebi)
fashion [11]
fashion
შესვლის ფორმა
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 22
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 30 » lady gaga!!!
19:00
lady gaga!!!


ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, სიმღერების ავტორი და დიჯეი ლედი გაგა, ანუ სტეფანი ჯოანა ანჯელინა ჯერმანოტა 1986 წლის 28 მარტს მანჰეტენზე დაიბადა. მუსიკით ბაშვობიდან დაინტერესდა. 4 წლისა დამოუკიდებლად ფორტეპიანოზე უკრავდა. მალე კი, საბავშვო მაგნიტოფონზე მაიკლ ჯექსონის და სინდი ლაუპერის სიმღერებს იწერდა...
სტეფანი მანჰეტენის სკოლაში „Convent Of The Sacred Heart", დებთან - ჰილტონ და ქეროლაინ კენედებთან ერთად სწავლობდა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა სამხატვრო სკოლაში „Tisch School of the Arts" განაგრძო. 14 წლის ასაკში ის ნიუ-იორკის კლუბში „Bitter End" და სკოლის თეატრის სცენაზე „Regis High School Repertory", ანსამბლში - „Regis Jazz Band" მღეროდა.
2006 წელს, სტეფანი მუსიკალურ პროდიუსერთან, რობ ფუზარისთან იწყებს მუშაობას, რომელთანაც რამდენიმე პოპულარული სიმღერა - „Beautiful, Dirty, Rich", „Dirty Ice Cream", „Disco Heaven" ჩაწერა. სწორედ ამ პერიოდში, იგი პირველად იყენებს ფსოვდონიმს „ლედი გაგა" (ჯგუფის „Queen" სიმღერიდან „Radio Ga Ga").
პირველი კონტრაქტი ლედიმ „Def Jam"-თან გააფორმა. 2008 წელს კი, კონტრაქტს ლეიბლთან „Interscope Records", სიმღერების ავტორის სტატუსით აფორმებს. ლედი გაგა-ს მასალას ისეთი შემსრულებლები იყენებდნენ, როგორებიც არიან: „Fergie", „Pussycat Dolls", ბრიტნი სპირსი და „New Kids on the Block".
სტეფანის ვოკალურ და თეატრალურ შესაძლებლობებზე დიდი გავლენა რეპერმა ეიკონმა მოახდინა. 2008 წელს სტეფანი ლოს-ანჯელესში , სადებიუტო ალბომზე „The Fame" იწყებს მუშაობას, რომელიც კანადაში, ავსტრალიაში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში აგვისტოში გამოვიდა.
2009 წლის 18 თებერვალს, გაგა ბრენდონ ფლაუერსთან („Killers" და „Pet Shop Boys") ერთად, „Brit Awards"-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვიდა. სტეფანის პირველი ტურნე 2009 წლის 12 მარტს დაიწყო და კრიტიკოსების დიდი გამოხმაურება გამოიწვია
კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 780 | დაამატა: Tiikk | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

Copyright MyCorp © 2024
Make a free website with uCoz