შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
Lovely Friends<3<3 
Site )
მთავარი [20]
ვარსკვლავები * [30]
პაპარაცი * [26]
ბიოგრაფიები [11]
ფილმები [7]
სასაც.../საინ... [18]
დახმარება [0]
კონკურსი [ [0]
ჩანახატები [1]
პოეზია [10]
statusebi) [8]
statusebi)
fashion [11]
fashion
შესვლის ფორმა
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 22
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 30 » caty perry**
10:19
caty perry**


ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი კეტი პერი ანუ კატრინ ელიზაბეტ ჰადსონი 1984 წლის 25 ოქტომბერს სანტა ბარბარაში დაიბადა. პატარაობიდანვე მშობლებს ეკლესიაში დაჰყავდათ, რადგან კეტის მამა მღვდელი იყო. სწორედ ამან განსაზღვრა 2001 წელს გამოშვებული პირველი ალბომი Katy Hudson სადაც უმეტესად ქრისტიანული სიმღერები შედიოდა. 2004 - 2005 წლებში იგი მუშაობდა ახალ ალბომზე The Matrix-თან, მაგრამ ალბომი არ გამოშვებულა.

2007 წელს კეტიმ კონტრაქტი გააფორმა Capitol Music Group-თან, შეიცვალა სახელი და სცენაზე მოგვევლინა როგორც Katy Perry. ამავე წელს, ნოემბერში მან გამოუშვა პირველი სინგლი „Ur So Gay", რომელსაც დიდი ოვაცია მოყვა ხალხში, მაგრამ ჩარტებში ჩავარდა. სულ ცოტახანში მან დაანანოსა მისი რიგით მეორე სინგლი I Kissed a Girl რომელმაც მსოფლიოს ჩარტები დაიპყრო. პერის პირველი სტუდიური ალბომი გახლავთ One of the Boys, რომელმაც ოცდამეცამეტე ადგილი დაიკავა, როგორც ყველაზე კარგად გაყიდვადი ალბომები მსოფლიოში 2008 წელს. ალბომმა აგრეთვე მიიღო პლატინის წოდება, ხოლო კეტის მეორე და მესამე სინგლებმა: I Kissed a Girl და Hot n Cold მულტი-პლატინის წოდება. 2009 წელს, ჟურნალმა Billboard-მა კეტი დაასახელა, როგორც 51 ადგილის მფლობელი საუკეთესო სინგლების გაყიდვადი მომღერალი 2000-2009 წლებში.
პერი არის ერთადერთი ქალი ვარსკვლავი, რომლის 5 ჰიტმა დაიკავა №1 ადგილი Billboard Hot 100-ში ერთი წლის განმავლობაში. კეტის მეორე სტუდიური ალბომი გამოვიდა 2010 წლის აგვისტოში და მას ეწოდება Teenage Dream. ალბომში შესულია ბილბოარდის ჩარტების ჰიტები: „California Gurls", „Teenage Dream", „Firework", „E.T". და „Last Friday Night (T.G.I.F.)".ალბომი გახდა მეორე ალბომი მაიკლ ჯექსონის „Bad"-ის შემდეგ, რომლის 6 სინგლი იკავებდა №1ადგილს. კეტი გახდა ერთადერი რომელიც 69 კვირის განმავლობაში არ გამოსულა Billboard Hot 100-ის ათეულიდან. ჩანაწერმა მიიღო Grammy Award-ის ნომინაციები, როგორც: წლის ალბომი და წლის ჩანაწერი. 2011 წლის 15 დეკემბერს ცნობილმა მუსიკალურმა არხმა MTV — კეტი წლის მომღერლად დაასახელა.
კეიტმა გამოუშვა 2 სუნამო: „Purr" და „Meow". მან გაახმოვანა ცნობილი ანიმაციური ფილმი The Smurfs. პერის ქონდა დიდი ხნის ურთიერთობა ცნობილ მომღერალ ტრეივ მაკოისთან, მაგრამ კეტი დაქორწინდა ინგლისელ კომიკოსზე რაშელ ბრენდზე 2010 წლის 23 ოქტომბერს.
კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 895 | დაამატა: Tiikk | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

Copyright MyCorp © 2024
Make a free website with uCoz