შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
Lovely Friends<3<3 
Site )
მთავარი [20]
ვარსკვლავები * [30]
პაპარაცი * [26]
ბიოგრაფიები [11]
ფილმები [7]
სასაც.../საინ... [18]
დახმარება [0]
კონკურსი [ [0]
ჩანახატები [1]
პოეზია [10]
statusebi) [8]
statusebi)
fashion [11]
fashion
შესვლის ფორმა
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 22
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2012 » იანვარი » 4 » .....
16:46
.....
 

სანამ ცოცხალი ვარ, სანამ კვლავ ვარსებობ, სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი.
მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა, სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს, აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი.
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს სიჩუმის ტრფიალი.
მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი
სანამ ცოცხალი ვარ, მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით
გული არ მატკინო, თორემ ცრემლების ღვრა, როცა არ ვიქნები იქნება გვიანი

***

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე… ოდესმე!
გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო
შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები…
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 829 | დაამატა: Tiikk | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

Copyright MyCorp © 2024
Make a free website with uCoz